დღეს დავიწყე ჩემს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის მომზადება PowerPoint -ის პროგრამაში. ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა საავტორო უფლებების დაცვის ნიუანსები და აუცილებლობა, ასევე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის.
суббота, 27 мая 2017 г.
воскресенье, 14 мая 2017 г.
IV დღე
დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე. ვისწავლე თუ როგორ ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, როგორ გავწერო შეფასების გეგმა დროში. ვიმუშავე შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და პერიოდულობაზე. იყო ინტერნეტის პრობლემა, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ჩვენი მუშაობის ტემპი.
воскресенье, 7 мая 2017 г.
II დღე
დავიწყე მუშაობა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. დღეს გავეცანი პროექტის შექმნის ოთხსაფეხურიან პროცედურას, შევქმენი ბუკლეტი, გავეცანი ბუკლეტის შაბლონის ნიმუშებს. დღე იყო საინტერესო და ბევრის მომცემი. მადლობა!
суббота, 6 мая 2017 г.
I დღე
06. 05. 2017წ. - დღეს იყო ტრენერისა და მსმენელების გაცნობის დღე.
გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითად მიზნებსა და საჭიროებებს. წყვილებში ვიმუშავე პროექტის თემის დაგეგმვაზე, გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. შევქმენი ბლოგი. ჩემთვის I დღე იყო საინტერესო და ხალისიანი განწყობით გაჯერებული.
გმადლობთ !
Подписаться на:
Сообщения (Atom)