воскресенье, 11 июня 2017 г.

VI დღე

 დღევანდელი მოდული საინტერესოდ წარიმართა. ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაზე სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. პროექტის გეგმასა და პრეზენტაციაში შევიტანე ცვლილებები..ვისწავლე მითითებული ლიტერატურის საავტორო უფლებების აღიარება- დაფიქსირება, ინტერნეტიდან სურათებისა და ვიდეოების გადმოწერა. დავიწყე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე.
მადლობა.

VIII დღე

დღევანდელი მოდული ჩემთვის ბევრის მომცემი იყო, გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევიტანე შესწორებები პრეზენტაციაში, მსმენელებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ცოდნა და მოსაზრებები.გავაგრძელეთ მუშაობა შეფასებებზე. ვისწავლე ჰიპერბმულის გაკეთება და ობიექტის ჩასმა.
მადლობა ლილი დღევანდელი დღისათვის.

IX დღე

 ტრენინგკურსი "პროექტებით სწავლება"  ჩემთვის მეტად საინტერესო, აქტუალური და დროული გახლდათ.გავიუმჯობესე კომპიუტერის მოხმარების უნარ-ჩვევა, ვისწავლე ბევრი რამ - პროექტის დაგეგმვიდან დაწყებული მის წარმატებით განხორციელებამდე  დამთავრებული. შევქმენი პროექტის პრეზენტაცია, ბუკლეტი, ვიმუშავე გაზეთის შაბლონზე,ბროშურის შექმნაზე. ვისწავლე ბლოგზე მუშაობა, და არანაკლებ მნიშვნელოვანი- მოვისმინე კოლეგების პრეზენტაციები, მივიღე უკუკავშირი, საინტერესო გამოცდილებასთან ერთად შევიძინე მეგობრები. .  პროექტის ფარგლებში შევქმენი პორტფოლიო და ავტვირთე ბლოგზე. 
     უღრმესი მადლობა ლილის და ყველა მონაწილეს! წარმატებები!

суббота, 3 июня 2017 г.

VII დღე

  ვიმუშავე სასწავლო პროექტის ჩეკლისტზე, პორტფოლიოს ჩეკლისტზე, გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიაზე, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებაზე.  საქაღალდე ავტვირთე Google Drive-ში და გავაზიარე ბლოგზე.

суббота, 27 мая 2017 г.

V დღე

   დღეს დავიწყე ჩემს სასწავლო პროექტზე პრეზენტაციის მომზადება PowerPoint -ის პროგრამაში.  ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა საავტორო უფლებების დაცვის ნიუანსები და  აუცილებლობა, ასევე  როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის.

воскресенье, 14 мая 2017 г.

IV დღე

დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე. ვისწავლე თუ როგორ  ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, როგორ გავწერო შეფასების გეგმა დროში. ვიმუშავე შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და პერიოდულობაზე. იყო ინტერნეტის პრობლემა, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ჩვენი მუშაობის ტემპი. 

воскресенье, 7 мая 2017 г.

II დღე

 დავიწყე მუშაობა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. დღეს გავეცანი პროექტის შექმნის ოთხსაფეხურიან პროცედურას, შევქმენი ბუკლეტი, გავეცანი ბუკლეტის შაბლონის ნიმუშებს. დღე იყო საინტერესო და ბევრის მომცემი. მადლობა!